LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიაბერაშვილი: ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ ჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა ციფრებით [ვიდეო]

132
chiaberashvili

ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ ჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა რიცხვებით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

„კოლეგებო, ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ ჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა დღეს რიცხვებით. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდება, თუ ვნახავთ, რეალურად, რას გულისხმოს მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა რითაც აქ ქალბატონი მარიამ ჯაში გამოდიოდა. სინამდვილეში, ხელფასების ზრდა, თუ ავიღებთ პედაგოგებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ, ეკუთვნის 26 000 მასწავლებელს. მაშინ, როდესაც დაანონსებული ხელფასების ზრდა შეეხება მხოლოდ 5 869 პედაგოგს ანუ პედაგოგთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 10%-ს“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა

მალევე სოციალურ ქსელში დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისი ქუბი გამოჩნდა, რომელიც თავად  ჭიაბერაშვილმა საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით:

“განა ტირიონ ლანისტერის სახელი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გაჟღერებულიყო?”

 

წასვლის სანაცვლოდ ორი წლის ჯამური ხელფასი – ეს შესთავაზა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს, რომლებსაც მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი არ ექნებათ.

ზოგიერთ მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება

რომელი პედაგოგები მიიღებენ მზარდ ანაზღაურებას?

ასევე გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების გარკვეულ კატეგორიას ხელფასი გაეზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g