LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავთანხმდი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი“ – რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი

156
Untitled design (4)

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ძალისხმევა მომდევნო თვეებში 3 ძირითადი მიმართულებით გაგრძელდება:

„დავთანხმდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.

საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ფოკუსირებულია და მომდევნო თვეებში გაგრძელდება 3 ძირითადი მიმართულებით:

– საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება;

– პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება;

– უკრაინისადმი სოლიდარობა და უკრაინასთან საგარეო-პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

ძალა ერთობაშია. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დავთანხმდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.

საქართველოს…

Posted by Zurab Tchiaberashvili on პარასკევი, 28 ივლისი, 2023

 

ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერთა თანავარსკვლავედია

ხუხაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში” „ტიტანიკს” აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა

ხაბეიშვილი: ჩვენი მთავარი დაპირება ის არის, რომ 400 ათასამდე პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები