„ნაციონალურ მოძრაობაში” „ტიტანიკს” აშენებენ და მასზე უნდათ ყველას აყვანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა „ქართული ოცნება“ კი არაა, მათი პრობლემაა დანარჩენი ოპოზიცია.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი, ეს მომავალზე კი არა, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანია და ბიძინასთვის, რა თქმა უნდა, საჩუქარია. მიშა ჰყავდა ერთი საფრთხობელა, რომელიც ახლა გალიაში უზის და დაემატა ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შოკოლადშია ბიძინა ახლა ამ ყველაფრით. ვაშაძეს თავისი ინტერესი აქვს, რომ ორ კაცს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა „ქართული ოცნება“ კი არაა, მათი პრობლემაა დანარჩენი ოპოზიცია, ისინი ეჯავრებათ, იმათ ეომებიან, ნახავთ თქვენ, რომ იმათ გამოუცხადებენ ძირითად ომს, ვინც მათი გემის მიღმა დარჩება, თვითონ ტიტანიკს აშენებენ ახლა და იმ ტიტანიკზე უნდათ ყველას აყვანა. ბიძინა ამას უყურებს და ხარხარებს, მეტი არაფერი”, – აცხადებს ხუხაშვილი.