„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ შეკითხვას, გამოიწვია თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ლიდერთა სიმცირემ“.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, გამარჯვების პარტია კიდევ ბევრ ლიდერს შემოიკრებს გარშემო.
„ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერთა თანავარსკვლავედია და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული, მინიმუმ, 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია დაწყებული გიგიტელაშვილით – 22 წლის ახალგაზრდა ბიჭით, რომელმაც თელავში 62% აიღო და „რუსული პარტია“ დაამარცხა.
ცოტნე აბესაძე არის ვარსკვლავი, რომელმაც ტყიბულში პირველსავე ტურში დაამარცხა „რუსული პარტიის“ წარმომადგენელი, აქ ასეთი ათეულობით ადამიანია.
ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები არ უჭირს, თუმცა ჩვენ რომ ჩვენს პლატფორმაზე კიდევ ბევრ ლიდერს გავაჩენთ ეს არის აპრიორი. ინერვიულონ სახელისუფლებო მედიებმა, რუსულმა პარტიებმა, ინერვიულონ ძალიან ბევრი..
მივესალმებით ყველა პროდასავლური პარტიის თუნდაც ცალკე გაერთიანებას. გაერთიანება პირველებმა ჩვენ გავაკეთეთ, შესაბამისად, მეტად სწრაფად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა კონფიგურაციით იქნება პროდასავლური პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ. კონკურენტად არავის არ მივიჩნევთ. ჩვენ გვაქვს გამარჯვების პარტია შექმნილი, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ჩვენ ვაპირებთ პირველობას და მივესალმებით ყველა პროდასავლური პარტიის გაერთიანებას. მეტიც, ჩვენი მხრიდან „მათ ეზოში კენჭი ნასროლი არ იქნება“. ითანამშრომლონ, გამსხვილდნენ, ჩვენ ეს მხოლოდ გაგვიხარდება“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.