„არაერთგზის დადასტურდა, რომ ყოფილი „ნაციონალები“ არ არსებობენ, შესაბამისად, გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან თავიანთ დედა პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“, არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს თვითონ პროცესს“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებასთან დაკავშირებულ კითხვას.
როგორც წილოსანი აცხადებს, ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მობრუნდეს ხელისუფლებაში, არანაირი ფორმატით მათ არ დააბრუნებენ.
„შინაარსი არ იცვლება, „ფარას“ დოკუმენტებმაც დაადასტურა, თუ რა მიზანს ემსახურებიან ისინი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვისაც გაერთიანებულ თუ არაგაერთიანებულ ფორმატში იქნებიან ყველაზე რადიკალები და ეცდებიან დისკრედიტაცია გაუკეთონ ქვეყნის ინტერესებს.
როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს საკუთარი თავის გაძლიერებას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
არაერთ მსგავს გაერთიანებას გავიხსენებ, რამდენჯერ გაერთიანდნენ და დაიშალნენ, ვერავინ მოთვლის, ყველა არჩევნებზე დიდწილად ერთიანდებოდნენ და ამ ფორმატით გამოდიოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა 3 მოწვევის საპარლამენტო და არაერთი შუალედური თუ თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებული არის „ქართული ოცნება“.
შესაბამისად, ეს გაერთიანება მათ არაფერს აძლევთ, მით უფრო, როცა გაერთიანება ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მობრუნდეს, არ დააბრუნებენ არანაირი ფორმატით, შეუერთდება თუ არა მას ვაშაძე.
ჩვენი წინასაარჩევნო და პოლიტიკური აქცენტია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ქვეყნის ინტერესებზე.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს მიმართ ინტერესმა, რომ ჩართული იყოს საომარ პროცესებში და „ქართული ოცნების“ ძალიან სწორმა პასუხმა ვფიქრობთ, გაცილებით გაზარდა ჩვენი რეიტინგი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, არა მხოლოდ ჩვენი დაკვეთილი, ოპოზიციური პარტიების და არხების კვლევებიც.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი და გათვლა, რომ უმრავლესობით მოვა „ქართული ოცნება“ და გათვლა გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ათვითცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა მოვიდეს 2024 წელსაც,“ – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, 20 ივლისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.
ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები პროდასავლური პლატფორმაზე გაერთიანდებიან და „ნაციონალურ მოძრაობას“„სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ექნება ერთიანი მიდგომა „ქართული ოცნების” დასამარცხებლად.