გამარჯვების პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირება, მოქმედებაში მოყვანა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, დანარჩენი ბლა, ბლა, ბლა და სისულელეები არავის არ აინტერესებს.
ეს არის გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს დავარწმუნებთ, რომ ძალა არის მის ხელში რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. ამ ქვეყანაში რუსული მთავრობა არ უნდათ და უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, მათ შორის არა აქვს ფაქტობრივად 90%-ზე ნაკლები არც ერთ კვლევაში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.