LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება

143
Untitled design

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება“.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მას მიხეილ სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდა, რადგან შეხვედრის საშუალება წელიწადზე მეტია არ ეძლევა.

„დღეს ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორობა ქვეყანაში ორპოლუსიან ბრძოლას კიდევ მეტად არ გააღრმავებს. დღევანდელი რეალობა სხვაგვარია. „ქართული ოცნება“ რუსეთის მხარესაა, ხოლო ჩვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს ვართ და გვინდა, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვოს. მე, დარწმუნებული ვარ, ის ამ როლს შეასრულებს. დასამალი არ მაქვს, რომ წერილობითი კომუნიკაცია მქონდა, ეს იმიტომ, რომ შეხვედრის საშუალებას წელიწადზე მეტია არ მაძლევენ. მიხეილ სააკაშვილი დასავლური ცივილიზაციის ბრძოლას განასახიერებს და მისი გათავისუფლება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, დიდი ზეიმი იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, მთავარი რამ, რაც „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსს „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებისგან ასხვავებს, არის გარემო, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, რადგან ბრძოლა არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, არამედ რუსულ და პროდასავლურ პოლუსებს შორისაა.

„დღეს ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კი არა, რუსული და პროდასავლური პოლუსები უპირისპირდებიან. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ჩვენ გვერდით, ჩვენი მიზანია პოლიტიკაში ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანი შემოვიყვანოთ. თუ პროდასავლურ ფლანგზე სხვა მიზიდულობის ცენტრებიც იქნება, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და პოსტსაარჩევნო პერიოდში ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც ასევე მოიპოვებს ხალხის ნდობას.

მთავარი რამ, რაც ახლანდელ ალიანსს „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებისგან ასხვავებს, არის გარემო, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. თუ აქამდე ყველა არჩევნები ცუდი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო, ახლა რუსეთის საწინააღმდეგო არჩევნები გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g