LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია

126
fot (2)

დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით პროდასავლურ პარტიებს შორის, ვგულისხმობ „სტრატეგია აღმშენებელს“. ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან.

შესაბამისად, დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების. მინდა მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღმაშენებელს“ და თითოეულ მისი გუნდის წევრს. სხვანაირად მიხეილ სააკაშვილის პარტია, პასუხისმგებლიანი პარტია, ცხადია, ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები