ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.