“ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი დღეიდან მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა.
კომპანიის ინფორმაციით, კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და სხვადასხვა შეღავათები.
როგორც “ჯორჯიან მანგანეზში” განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალმა მოთხოვნამ, “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მოპოვებული მადნის ჭარბმა მარაგებმა და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციურმა პროცესებმა. „ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად”, –განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ველველ ლოზინსკიმ.
ცნობისთვის, 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ, დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვადასხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.