„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმიანება.
ჩიხლაძის თქმით, უკრაინის ყველა გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ დიდი ტკივილი იქნება.
მისივე სიტყვებით, „რუსეთზე უკრაინის გამარჯვება ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს და მის მომსახურე პერსონალს – კობახიძეებს და ღარიბაშვილებს სტკივათ“.
„ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მის მომსახურე პერსონალს – კობახიძეებს, ღარიბაშვილებს ყველაზე მეტად სტკივათ დღეს უკრაინის გამარჯვება რუსეთზე. ყველაზე დიდი სილის გაწვნა „ქართული ოცნებისთვის“ ახლა უკრაინელების მიერ რუსული აეროდრომის დაბომბვა, ასევე ბელარუსში რუსული აეროდრომის დაბომბვაა.
უკრაინის ყველა პატარა თუ დიდი გამარჯვება იქნება დიდი ტკივილი „ქართული ოცნებისთვის“. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აირჩია რუსული ხაზის გატარება და ის უკან არ დაიხევს.
ერთადერთი, უკრაინაში უკრაინის გამარჯვება და საქართველოში „ქართულ ოცნებაზე“ დიდი საზოგადოებრივი წნეხია ის, რაც საბოლოო ჯამში, ივანიშვილს დაამარცხებს. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში მკაცრი ზომები იქნება მიღებული როგორც ივანიშვილის, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, ასევე, მოსამართლეების მიმართ, ივანიშვილის ბიზნესკლანის წევრების მიმართ, ამ ყველაფერს ვნახავთ შემოდგომაზე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მთავარ არხთან ინტერვიუში საქართველოში თანამდებობის პირებს მოუწოდებს ტონი შეცვალონ ან საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება შეამცირონ.
მისი თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თავად გასამართლდებიან.
