LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩილე ქართულ ბაზარზე ინვესტირებას იწყებს: ქართველები ჩილეში უფასო WiFi-ის დანერგავენ

220

ქართული ინოვაციური მომსახურება ჩილეში დაინერგება. შპს WiFisher-ი საკუთარი საქმიანობის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნების ათვისებას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩილესთან უკვე დასრულებულია და შეთანხმებაც მიღწეულია.

”ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ქართულ სტარტაპში ამ მოცულობის ინვესტიცია ხორციელდება. ჩილე ნახევარ-მილიონ დოლარს გამოგვიყოფს იმისთვის, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ჩვენი ინოვაციური მომსახურება დავნერგოთ”, – აღნიშნა ივანიძემ. მისივე თქმით, ინვესტიციის განხორციელება, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს იგეგმება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, WiFisher -ი გაფართოებას აქაც განაგრძობს. რეკლამის განთავსებას ქართული კომპანიები WiFisher -ის ინოვაციური სისტემით უკვე ზამთრის კურორტებზეც შეძლებენ. კერძოდ, კომპანიამ უფასო WiFi-ის სისტემა უკვე დანერგა გუდაურში 10 წერტილზე და ბაკურიანში 6 ლოკაციაზე.
”გუდაურში ათივე ობიექტი უკვე გაყიდულია, ბაკურიანში კი ველოდებით დამკვეთებს”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, WiFisher ერთი წლის წინ შეიქმნა კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელოქტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა საკმაოდ მარტივია – მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g