LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს Wi-Fi-ით უფასო სარგებლობა შეეძლებათ

115
gallery5

დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასო სარგებლობა შეეძლებათ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, Wi-Fi-ით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ქალაქის სტუმრებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მათივე ცნობით, მწვანე ქალაქის სტუმრების უმრავლესობა სწორედ წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე ისვენებს. აღნიშნული ტერიტორიები ინტერნეტით ტურიზმის განვითარების ცენტრმა უზრუნველყო. ასევე, გაიზარდა თანამედროვე სტანდარტების მქონე იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტპანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები