LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო სიყვარულო, ასე როგორ მოგვიკლეს შენი თავი, რა ვქნათ უშენოდ, რა გზას ვეწიოთ“ – წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

289
გარდაცვალება წყალტუბოში

წყალ­ტუ­ბო­ში, სო­ფელ პატ­რი­კეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 29 წლის ახალ­გაზ­რდის, დემო სა­ლუქ­ვა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა

ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.

გარდაცვლილს მეუღლე, მარიამ გიგიაძე სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება.

„ჩემო სიყვარულო, ჩემო ლამაზო ბიჭო, ასე როგორ მოგვიკლეს შენი თავი, რა ვქნათ აწი უშენოდ, რა გზას ვეწიოთ. რამდენი გეგმა გვქონდა, რა ვუთხრა ჩვენს შვილებს, როგორ შევუვსო უშენობა, როგორ დავიძინო და გავიღვიძო უშენოდ, რა მწარე ხარ ვინ იცის. როგორ ვიფიქრებდი, შენი ფეხით თუ ვერ შემოხვიდოდი სახლში. ვაი, იმას ვინც მაგ დღეში ჩაგაგდო, შენი ცოდვით მაინც ვერ გაიხარებს. მანქანა გიყვარდა და მაინც მანქანის წერა გაგხადეს“, – წერს მარიამ გიგიაძე სოციალურ ქსელში და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებს.

„მთელ სოფელს რომ უყვარდა ისეთი ადამიანი წავიდა. არაჩვეულებრივი მეზობელი და მეგობარი იყო. ამავე დროს კარგი მამა, მეუღლე და შვილი. მთელი სოფელი ტირის“, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილზე.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g