წყალტუბოში, სოფელ პატრიკეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე დღის წინ 29 წლის ახალგაზრდის, დემო სალუქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილს მეუღლე, მარიამ გიგიაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ვაი, ჩემო საწყალო ქმარო, ეს ვის გადაეყარე, მიგასრისა მანქანაში, თავის გადარჩენა გინდოდა და პირდაპირ შენ გიმიზნა, კი არ ნანობენ აქეთ მოდიან იერიშზე. ვითომ წიწილი იყავი, დაგვაქცია და დაგვამხო, გაგვაშავა. მის შვილებს უნდა მიხედოთ-მეთქი და ფეხებზე დაიკიდეს. რა სიკვდილად მინდოდა ვინმე, შენ მყოლოდი გვერდით, აწი მე რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო, უნდა ვიწვალო და ვიწამო უშენოდ. აბა, შენ ყოფილიყავი დამნაშავე და შენ მოგეკლა, ვინ გაგვახარებდა, კიდე მართალი ჰგონიათ თავი. სიკვდილი, სიკვდილი და მერე როგორი სიკვდილი, გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდი ექიმებს, როგორ უნდა გაგიმეტო ცივი მიწისთვის, როგორ დაგტოვო იქ“, – წერს მარიამ გიგიაძე სოციალურ ქსელში.
