LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი მამაკაცი Tesla-ს, კომპენსაციის სახით, 1,1 მილიონ დოლარს თხოვს

61

ჩინელი  მამაკაცი კომპანია Tesla-სგან, კომპესაციის სახით, დაახლოებით 1,1 მილიონ დოლარს ითხოვს. მიზეზი კი ის არის, რომ ავარიის შემდეგ Model X-ზე უკანა ”კარი-ფრთები” აღარ გაიღო. Electrek იუწყება, რომ უკანა მგზავრებს გადმოსვლა წინა კარებიდან მოუხდათ, ამის შემდეგ კი ელექტროქარს ცეცხლი გაუჩნდა.

ლი ტადა მეგობართან ერთად უკანა სავარძელზე იჯდა, საჭესთან კი მძღოლი იმყოფებოდა. გუანჩჟოუში 75 კილომეტრ/საათ სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილი გზის ჯებირს მიედო, ამის შემდეგ კი 180 გრადუსით შემოტრიალდა და Ford Focus-ს შეეჯახა.

ტადა ირწმუნება, რომ შეჯახების შემდეგ უკანა კარის გაღება ვერ შეძლეს, ამავდროულად ელექტროქარის ელემენტების აფეთქების ხმა ისმოდა და მგზავრებმა და მძღოლმა გადასვლა წინა კარიდან შეძლეს. ავტომობილის მფლობელი და მისი მეგობარი მსუბუქი და საშუალო ტრამვებით დაზიანდნენ, კერძოდ ტადას გაუტყდა ცხვირი და გაუსკდა ტუჩი. მძღოლი კი 40 დღით საავადმყოფოში დააწვინეს.

ტადა ”ტესლასგან” კომპესაციას ფიზიკური და მორალური ზიანისთვის ითხოვს, ის ამბობს, რომ იტანჯება ღამის კოშმარებით, რომ თითქოს ვერ ახერხებს ცეცხლმოკიდებული Model X-დან გადმოვიდეს.

კომპანიის ჩინური წარმომადგნელობა დაზარალებულის მოთხოვნას არ ეთანხმება, კომენტარში ტესტა აღნიშნავს, რომ მაღალ სიჩქარეზე მომხდარი შეჯახების შედეგად შეიძლება ნებისმიერ ავტომობილს წაეკიდოს ცეცხლი. ფირმა გამოძიებას აწარმოებს.

Electrek აღნიშნავს, რომ Model X-ის უკანა კარებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი სახელურები არ იმუშავებს, გათვალისწინებულია ავარიული გაღების სისტემა. სპეციალური ტროსი აუდიოსისტემის ხმის გამაძლიერებლის უკან არის განთავსებული  და ამის შესახებ ინფორმაცია ავტომობილის ექსპულატაციის შესახებ ინსტრუქციაში წერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები