LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება – ჩინეთის პრეზიდენტი

713
BeFunky-collage (2)

ჩინეთის პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას სინ ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა და კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი – 1,975-ია.

საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია ამბობს, რომ დიპლომატიური უწყება მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის მითითებები და რეკომენდაციები, რომელიც ჩნეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა.

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g