LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

1073
BeFunky-collage (5)

ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ნინო გელანტია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე, ინტერნეტმომხმარებლებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს და რჩევებს აძლევს.

როგორც ის აღნიშნავს, ახალ ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს კი აძლევს ვირუსთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც ჩინეთმა შეიმუშავა.

ვპასუხობ შეკითხვებს ჩინეთის ვირუსთან დაკავშირებით:

მეზობლებს, ნათესავებს, თუ კეთილის მსურველებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ დედაჩემის დაპანიკებისგან.

მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს 

1. უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი; ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი და სტრატეგია, რომ ამდენი ადამიანი საფრთხეში არ გვამყოფოს;

https://www.facebook.com/nino.gelantia/posts/3398209366916065

2. ვარ პეკინში, დედაქალაქში.
ამჟამად, დაინფიცირებულია 22 ადამიანი და არც ერთი გარდაცვლილი; ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი.
სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. (ვიდეო ქვემოთ); საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რაიმე დაწესებულება დახურულიყო. ხვალიდან ჩინური ახალი წელი იწყება და პეკინი თითქმის დაცარიელებულია.

3. არადაზუსტებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად გავრცელდა ვუხანიდან გველის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხორცის მყიდველ-გამყიდველებისგან. დაინფიცირდა 444, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ყველა 40-90 ასაკობრივი კატეგორია, უმეტესად 80+ ია გარდაცვლილები. რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი უკვე მოათავსეს იზოლირებულ სივრცეში, ვირუსი არ არის მომაკვდინებელი. ამ ეტაპზე, არც ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო SARS 2003 წელს.

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

4. დღეს შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, ფრენები ვუხანში და ვუხანიდან. საღამოს დაიწყება ქალაქის გასუფთავება და შეწამვლა.

უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს, მოსახლეობას კი ქალაქის დატოვება შეუზღუდეს

გამოცხადება თუ არა საგანგებო რეჟიმი ჩინეთში - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დისკუსია დღეს გაგრძელდება

5. ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით საქართველოში, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი და ხორცი. დაიცავით პირადი ჰიგიენა და ატარეთ ქირურგიული პირბადე ან პირბადე N95;

ექიმების პირველადი რჩევაა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და მივიღოთ ბევრი სითხე, რომ შენარჩუნდეს ყელის ტენიანობა”

https://www.facebook.com/nino.gelantia/videos/pcb.3394937683909900/3394937517243250/?type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები