LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს, მოსახლეობას კი ქალაქის დატოვება შეუზღუდეს

4075
BeFunky-collage (2)

17 გარდაცვლილი და 450-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი – ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეუზღუდეს. სწორედ ქალაქი უხანი არის ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი.

აღნიშნულ 11-მილიონიან ქალაქში, რომელიც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, მუშაობას აჩერებს აეროპორტი, რკინიგზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე შეწყდება ბორანისმიმოსვლა.გავრცელებული კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კომიტეტი დღეს გააგრძელებს მსჯელობას იმ საკითხზე, გამოაცხადოს თუ არა საგანგებო რეჟიმი ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო. ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა,ტედროსადჰანომ ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას რთული უწოდა. მისი თქმით, ნაყოფიერი დისკუსიის მიუხედავად, გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტს მეტი ინფორმაცია სჭირდება.გებრეიესუსმა ჩინეთის მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.

დადასტურდა “ჩინური ვირუსის” ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი – არის თუ არა კორონავირუსი მსოფლიოსთვის საშიში

“კორონავირუსთან” დაკავშირებით საქართველოს საელჩო ჩინეთში, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისგან. ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის წყაროს.

საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის  გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინისტროს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები იმსჯელებენ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი ვირუსის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მინიმალურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები