LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი რუსეთს შეიარაღებას და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის: ჩინეთის ელჩი აშშ-ში

435
Untitled design

პეკინში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის. 

ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინელი კოლეგა სი ძინპინი გააფრთხილა, რომ დადგებოდა შესაბამისი შედეგები, თუ პეკინი მატერიალურ დახმარებას გაუწევდა მოსკოვს.

ბაიდენმა აღწერა, რა შედეგები დადგება, თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ დახმარებას გაუწევს: რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა

ჩინეთის ელჩმა ცინ განგიმ CBS-თან საუბარში აღნიშნა, რომ პეკინი კრიზისის დეესკალაციისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ოფიციალური პეკინი უარყოფს გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩინეთი მზად არის რუსეთს შეიარაღებით დაეხმაროს და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ კრიზისის საჯაროდ დაგმობა “არ შველის” და რომ “კარგი დიპლომატიაა” საჭირო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g