ჩინეთმა აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ ტაივანის ცაზე ფრენებს, სადაც ოფიციალური პეკინი ამჟამად სამხედრო წვრთნებს აწარმოებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ჩინეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით, ავიაკომპანიებს ოფიციალური შეტყობინება 2 აგვისტოს გაუგზავნა. შეტყობინებაში საჰაერო სივრცის ექვსი რეგიონი „საშიში ზონად“ იყო განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ წვრთნების გამო ფრენები 7 აგვისტოს, 12:00 საათამდე შეიზღუდება.