LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა ფხენიანთან ემბარგო აამოქმედა

104

15 აგვისტოდან ჩინეთის მთავრობა ჩრდილოეთ კორეიდან ნახშირის, ზღვის პროდუქტების, რკინის, ტყვიისა და ამ მეტალების მადნის შეტანაზე ემბარგოს აწესებს.

ეს გადაწყვეტილება გაეროს 5 აგვისტოს რეზოლუციის თანახმად იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანთან მიმართებაში სანქციები გაამკაცრა. კერძოდ, რეზოლუცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეიდან რიგი პროდუქტების  შემოტანაზე ემბარგოს დაწესებას. ამ რეზოლუციის თანხმად, ქვეყნებს, რომლებსც სავაჭრო ურთიერთობა აქვთ ჩრდილოეთ კორეასთან, რეზოლუციის მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაასრულინ გარკვეულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g