თებერვლის დასაწყისში ჩინელმა მაღალჩინოსნებმა, რუს მაღალჩინოსნებს სთხოვეს, უკრაინაში შეჭრამდე, პეკინის ოლიმპიადის დასასრულს დალოდებოდნენ, – ამის შესახებ CNN ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
შტატების ოფიციალური წარმომადგენლები, აღნიშნულ საკითხზე დასავლური დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით საუბრობენ. მათ თქმით ანგარიში სანდოა, თუმცა დეტალები ღიაა ინტერპრეტაციისთვის.
დასავლური დაზვერვის განცხადებები თავდაპირველად გამოცემა The New York Times-მა გაავცელა
მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა იმ დროს გაკეთდა , როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა, ანგარიშში ნათლად არ არის ხაზგასმული საკითხი, ესაუბრა თუ არა აღნიშნული თემის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს.
დასავლური დაზვერვა იმ პერიოდში ვლადიმირ პუტინის მიერ, უკრაინის საზღვართან ჯარების გადანაწილებას აკვირდებოდნენ და ელოდნენ, რომ პუტინის შესაძლოა სამხედრო მოქმედებები ოლიმპიადის შემდგომ გადაედო, იმ მიზეზით რომ არ გამოეწვია ჩინეთის უკმაყოფილება.
მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ პარტნიორობას “არ ჰქონდა საზღვრები” და დაგმეს NATO-ს გაფართოება, რაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ, ომის გამართლების მთავარი საყრდენია. აღნიშნულმა განცხადებამ დასავლეთის შეშფოთება გააღრმავა რუსეთსა და ჩინეთს შორის დამყარებული ალიანსის შესახებ.
ჩინეთის ელჩი ლიუ პენგიუ აცხადებს, რომ “შესაბამის ანგარიშებში ნახსენები ბრალდებები არის უსაფუძვლო ვარაუდები და მიზნად ისახავს დანაშაულის გადაბრალებას და ჩინეთის შეურაცხყოფას.