30 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ავტობუსში 56 ადამიანი იმყოფებოდა.
გადარჩენილები მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ჩინური მედია წერს, ავტოსაგზაო შემთხვევები ჩინეთში ხშირია. ყოველწლიურად გზებზე 250, 000 ადამიანი იღუპება.