LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ახალი ტრენდია – ძაღლებსა და კატებს პლასტიკურ ოპერაციებს უკეთებენ

122
Screenshot 2024-01-09 110826

ჩინეთში შინაური ცხოველებისთვის პლასტიკური ოპერაციების გაკეთება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post წერს.

განსაკუთრებით მოდაშია ტენდენცია „მიკი მაუსის ყურები“. ამ პროცედურის დროს ძაღლებისა და კატების ყურის ფორმას ცვლიან, მათ უფრო მეტად ამრგვალებენ და იგივე ვიზუალს აძლევენ როგორიც დისნეის ცნობილი მულტფილმის გმირებს აქვთ. ზოგიერთ პროვინციაში აქციებიც კი მოქმედებს და ერთდროულად რამდენიმე ცხოველისთვის პროცედურის ჩატარება უფრო იაფია.

ერთი ოპერაციის ღირებულება 300 იუანს შეადგენს. ამასთან, პროცედურა ორი ნაწილისგან შედგება. თავიდან აკეთებენ ანესთეზიას და პირველი ნაწილი იწყება, მეორე ნაწილში ქირურგი ყურებს სასურველ ფორმას აძლევს. ეს პროცესი მთლიანობაში 20-დან 60 დღემდე გრძელდება და კლინიკაში დამატებით ვიზიტებსაც საჭიროებს.
პროფესიონალი ვეტერინარები და ცხოველთა უფლებადამცველები ამ ოპერაციების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ეს ყველაფერი ცხოველს ტკივილსა და სტრესს ანიჭებს.

თუმცა, მსგავს ჩარევებს კანონი არ კრძალავს, ამიტომ კლინიკების წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები