ჩინეთში „სუპერ ვულგარული“ ყასაბი გაასამართლეს. სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, 44 წლის ყასაბმა, რომლის ნამდვილი სახელიც – უ განია, პოპულარობა თავისი განსხვავებული გარეგნობისა და უხეში იუმორის დამსახურებით მოიპოვა. განი ქუჩაში აქცია-პერფომანსებს ატარებდა და ჩინელ ჩინოვნიკებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. სწორედ ამიტომ, მამაკაცი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.
სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და უ დამნაშავედ ცნეს. ხოლო თუ რა იქნება მისი სასჯელი, ეს ცნობილი მოგვიანებით გახდება.