LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში კუმ ავტომობილი დაამტვრია (ვიდეო)

35

ჩინეთში კუმ ავტომობილი დაამტვრია. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ცზიანსის პროვინციაში, ქალაქ განჩჟოუში მოხდა.

ქუჩაში გაჩერებულ Toyota Camry-ს 26-ე სართულიდან გადმოვარდნილი კუ დაეცა და ავტომობილი სერიოზულად დააზიანა. ადგილზე მისული ავტომობილის მფლობელი ვერ მიხვდა თუ რა მოხდა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა. მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ უცნობმა ბოროტმოქმედებმა მისი ავტომობილი განზრახ დაამტვრიეს. თუმცა, სამართალდამცავებმა მალევე იქვე მყოფი რეპტილია იპოვეს და ყველაფერს მიხვდნენ. ავტომობილის მფლობელმა ზარალის ანაზღაურება კუს პატრონს მოსთხოვა, თუმცა შუა ხნის ქალბატონმა ამაზე სასტიკი უარი განაცხადა. მისი განცხადებით, კუ თავისით ჩავარდა და ის ძალით არავის ჩაუგდია, შესაბამისად დამნაშავე არავინ არ არის. პოლიციასაც სხვა გზა აღარ დარჩა და დაპირისპირებულ მხარეებს პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები