LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ტრამვაი გამოჩნდა

76

ჩინეთის ქალაქ ტანშანში, რომელიც ჰებეის პროვინციაში მდებარეობს, მასობრივ ექსპლოატაციაში უნიკალური ტრამვაი ჩაეშვა, რომელიც მხოლოდ წყალბადის საწვავს იყენებს. აღსანიშნავია, რომ ის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი კომპანია China Railway Corporation-მა შეიმუშავა.

საწვავის ელემენტების რეაქციის ტემპერატურა ას გრადუს ცელსიუზე ნაკლებია. შესაბამისად, აზოტის ოქსიდი არ წარმოიქმნება და ძრავის მუშაობის ერთადერთი ნარჩენი ჩვეულებრივი წყალია. ინოვაციური ტრამვაის საწვავით შევსება მხოლოდ 15 წუთს გრძელდება და ერთი ასეთი ავზი 40 კილომეტრიან გზას ჰყოფნის.

სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრ/საათია. წყალბადის საწვავის სწრაფი და იაფიანი დამზადების პროცესი მსოფლიოს ჯერ კიდევ 2014 წელს წარუდგინეს შვეიცარიელმა მეცნიერებმა. ცოტა ხნის შემდეგ კი აიაპონურმა კომპანია ტოიოტამ წყალბადზე მომუშავე ავტომობილების მასობრივი წარმოება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები