LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალბადზე მომუშავე ავტომობილები ფანტასტიკის სფეროს აღარ წარმოადგენს

206

თანამედროვე ავტომობილების განვითარებამ მეცნიერებს უამრავი აღმოჩენის გაკეთებისა და უფრო დახვეწილი, ეკონომიური და ეკოლოგიური ძრავების დამზადების საშუალება მისცა.

საუბარია ახალი თაობის სპორტქარზე, რომელიც მართალია ელექტროძრავზე მუშაობს, თუმცა საწვავის სახით წყალბადს მოიხმარს. მისი შემქმნელების განცხადებით, მათ შექმნეს ნამდვილი ”მწვანე” (ეკოლოგიური) სუპერქარი, რომელიც 300კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს.

სპორტქარი, რომლის მწარმოებელიც კომპანია Nanoflowcell გახლავთ, მსოფლიოში პირველი ელექტრომობილია, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ტექნოლოგია მთლიანად ზემოთხსენებულ კომპანიას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიის დახმარებით ბატარეების ელექტროეფექტურობა 5-ჯერ გაიზარდა, რაც სწორედაც რომ წყალბადის დამსახურებაა.

Quant e-Sportlimousine-ს ორი 200 ლიტრიანი ავზი აქვს, რომლის დახმარებითაც დამუხტვისა და ავზის გავსების გარეშე 600კმ მანძილის დაფარვა შეუძლია.  შემქმნლების თქმით, ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარე 350კმ/სთ-ს აღემატება, ხოლო პირველ 100კმ/სთ სისწრაფეს 2,8 წამში ანვითარებს.

აღსანიშნავია ავტომობილის როგორც ვიზუალური, აგრეთვე სალონის დიზაინიც. ამასთანავე მისი გაბარიტები და საერთო მასაც, რომელიც 2300კგ-ს შეადგენს. შემოთავაზებული სალონის ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია სამართავი პანელის ულტრათანამედროვე მოწყობა და გასართობი სისტემები, რომელიც Android-ზე მუშაობს.

”ჩვენ უფრო დიდი გეგმები გვაქვს ვიდრე ავტომობილების წარმოება” – განაცხადა Nanoflowcell AG-ს პრეზიდენტმა იენს-პიტერ ელერმანმა. მისივე თქმით, წყალბადზე მომუშავე ტექნოლოგიების განვითარების ალბათობა საკმაოდ მაღალია და კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები