LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მსოფლიოში უსწრაფესი ინტერნეტი ამოქმედდა

153
Padlock,,China,Flag,On,A,Smartphone,And,China,Map,,Symbolizing

ჩინეთში მსოფლიოში უსწრაფესი ინტერნეტი ამოქმედდა. როგორც Bloomberg-ი წერს, ახალ ინტერნეტს მონაცემების 1,2 ტერაბაიტი სიჩქარით გავრცელება შეუძლია. მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, უსწრაფესი ინტერნეტის საშუალებით წამში 150 ფილმის გადმოწერა იქნება შესაძლებელი, თანაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფილმების.

ინოვაციურ პროექტზე ჩინეთს Huawei დაეხმარა. უსწრაფესი ინტერნეტი 2 ათას კილომეტრიანი კაბელით პეკინს, უხანსა და გუანჯოუს შორის გაავრცელეს. ინტერნეტი ივლისიდან ჩაირთო, თუმცა ექსპლუატაციაში მხოლოდ ახლა, მთელი რიგი ტესტირების შემდეგ ჩაეშვა. როგორც ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, უსწრაფესი ინტერნეტი ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიის განვითარების საშუალებას მისცემს და მომავალში ინტერნეტის სიჩქარეც უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g