LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ნაძვის ხეების უმრავლესობა ძალიან საშიში ნივთიერებისგან მზადდება – ,,გარდიანი”

543
newsyearnews201117

ხელოვნურ ნაძვის ხეს ნამდვილად ბევრი დადებითი მხარე აქვს, წიწვები არ სცვივა, არც სპეციფიკური სუნი აქვს და არც წებოვნება. მას არ სჭირდება მორწყვა, სეზონის დასასრულს კი უბრალოდ იკეცება და მომავალ წლამდე კარადაში იდებს ბინას.

რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, ხელოვნური ნაძვი თავის ბუნებრივ ანალოგს სულ უფრო და უფრო ემსგავსება. ყოველ წელს უფრო და უფრო რეალისტური მოდელები გამოდის, მეტი წიწვით, სასურველი ფერით და ა.შ. უფრო მეტიც, ერთ დღესაც ალბათ ხელოვნური ნაძვის ბუნებრივისგან გარჩევა იმდენად რთული იქნება, რომ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება გახდება საჭირო.

სიურპრიზი არ არის ის ფაქტი, რომ ხელოვნური ნაძვის ბიზნესში მილიარდობით დოლარი ტრიალებს და ეს ინდუსტრია სულ უფრო და უფრო მომგებიანი ხდება.

მაგრამ, რა ხდება მაშინ როცა ამ საკითხს გარემოზე ზეგავლენის კუთხით შევხედავთ. სად მიდის ხელოვნური წიწვები? აყენებს თუ არა ის პლანეტას ზიანს? იქნებ პირიქით სასარგებლოა?

ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს სწორედ ამის დამტკიცება სურთ. ამერიკის საშობაო ხეების ასოციაციამ სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ ხელოვნური ხე 5 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ თითქმის უვნებელი ხდება. ასეთ დროს მას გარემოსთვის იმდენივე ზიანის მოტანა შეუძლია, რამდენიც ბუნებრივ ნაძვს.

ასოციაციის ოფიციალურ საიტზე ანიმაციური ვიდეოც გამოქვეყნდა, სადაც პერსონაჟი ასეთ დასკვნას აკეთებს: „როდესაც არჩევანს ხელოვნურ და ბუნებრივ ნაძვებს შორის აკეთებთ, იცოდეთ რომ ხელოვნური საშობაო ხის შეძენით და მისი ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებით, გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებთ.“

ნუთუ, ყველაფერი ასეთი მარტივია? – არა

კვლევა 94 გვერდს მოიცავს და მისი დეტალური გაცნობის შემდეგ რამდენიმე საინტერესო დეტალის პოვნაა შესაძლებელი. ხელოვნური ხეების უმრავლესობას ამზადებენ პლასტიკისგან, რომელიც PVC ანუ პოლივინის ქლორიდის სახელითაა ცნობილი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ PVC–ს გარემოს დაცვის ორგანიზაციები მრავალი წელია ებრძვიან, რადგან მისი წარმოების დროს საშიში ტოქსინები და ქიმიკატები გამოიყოფა.

ბაზარზე არსებული PVC-ის მთელი მარაგი კი ჩინეთიდან მოდის. ექსპერტთა ინფორმაციით, ჩინური ნაძვის ხე ძალიან საშიში ნივთიერებისგან მზადდება.

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ამერიკის ნაძვის ხეების ასოციაციის დასკვნაში ეს ფაქტი არსადაა ნახსენები. როდესაც The Guardian–ის ჟურნალისტებმა ასოციაციის პრეზიდენტს ამის შესახებ კითხეს, ჯემი უორნერმა განაცხადა რომ ასეთი რამ მისთვის აქამდე არავის უკითხავს და საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ათეულობით მილიონი ხის გაშენება, მოჭრა და ბაზარზე გატანა, ხშირად ასობით კილომეტრის მოშორებით ტრანსპორტირება –  გარემოზე მავნე ზეგავლენას ნამდვილად ახდენს. იქნება ეს პესტიციდები თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვი.

თუმცა, განსხვავებით ხელოვნური კოლეგებისგან, ნადვილი ნაძვის ხე ბუნების პროდუქტია და ადვილად გადამუშავდება, გარემოზე მავნე ზეგავლენის გარეშე.

მეორე მხრივ, პლასტიკისგან დამზადებული ხის გადამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია და მისი დანიშნულების ბოლო პუნქტი არის ნაგავსაყრელი, სადაც ასობით წლის განმავლობაში ტოქსინები ნიადაგსა და წყალში ხვდება.

თუკი ეს საშიში პერსპექტივა საშობაო განწყობას გიკარგავთ, მაშინ იქნებ წელს ნამდვილი ნაძვის ხის არჩევა უკეთესი გადაწყევტილება იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები