Range Rover Sport-ის ასლი ხებეის პროვინციაში შექმნეს. მოდელის აწყობას სულ რაღაც 126 800 იუანი დასჭირდა, რაც ორიგინალთან შედარებით 10-ჯერ უფრო იაფია, ორიგინალი კი დაახლოებით – 1,22 მილიონი იუანი ღირს.
პრემიალური ყველგანმავალის ასლის აწყობა კომპანია Hanlong Auto-მ გადაწყვიტა. ჩინურ „პატენტს“ ორიგინალური ოპტიკა, რადიატორის ბადე და ბამპერი აქვს. თუკი ასლს და ორიგინალს გვერდიგვერდ დააყენებენ, მათ შორის განსხვავების პოვნა არც თუ ისე მარტივი იქნება.
თუმცა, ეს მხოლოდ ვიზუალურად და რაც შეხება ტექნიკურ მხარეს, ჩინურ კროსოვერს ბრიტანულთან საერთო არაფერი აქვს. უფრო მეტიც, სალონიც საკმაოდ უბრალოა და ავტომობილს უსაფრთხოების ბალიშებიც კი არ აქვს.
მიუხედავად ყველაფრისა, იდეის ავტორები დარწმუნებულები არიან რომ სიახლე ადგილობრივ მომხმარებელს ძალიანაც მოეწონება.