3 500 წლის ისტორიის მქონე ჩინეთი ყოველთვის სამყაროს ინდივიდუალური ხედვით გამოირჩეოდა. ჩინურ კულტურაში უამრავია ისეთი სიბრძნეა, რაც ნებისმიერ ჩვენგანს გამოადგება ცხოვრებაში, რადგან არ შეიძლება ათასწლოვანი გამოცდილების ადამიანები ცუდ რჩევებს იძლეოდნენ.
* ათასი მილის მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება.
* უხილავი ძაფით არიან გადაბმული ისინი, ვისაც ერთმანეთთან შეხვედრა უწერია. ძაფი შეიძლება გაგრძელდეს, აიბურდოს, მაგრამ არასდროს გაწყდება.
* ის, ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არაა და ის, ვინც შენს ღირსებაზე ლაპარაკობს, ყოველთვის მეგობარი არაა.
* დანებების ცდუნება ყველაზე ძლიერი მაშინაა, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი რჩება.
* ნუ შეგეშინდება ნელა მოძრაობის, გეშინოდეს სამუდამოდ გაჩერების.
* ნურაფერს იტყვი, თუ დუმილს უკეთესით ვერ შეცვლი.
* ძლიერი დაბრკოლებას ერევა, ბრძენი კი – მთელ გზას გადის.
* ქოხი, სადაც მხიარულებაა ბევრად უფრო მდიდრულია, ვიდრე სასახლე, სადაც მოწყენილობაა.
* ბრიყვს ბედნიერებაც ბრიყვული აქვს.
* თუ ფეხი წამოკარი და დაეცი, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი გზა აირჩიე.
* ის, რაც მოსახდენია, ყოველთვის საჭირო დროს მოხდება.
* ნუ შეგეშინდება, რომ არ იცი, გეშინოდეს, რომ არ გინდა იცოდე.
* როგორ ძლიერადაც არ უნდა ქროდეს ქარი, კლდე მის წინაშე მაინც არასდროს მოიხრება.
* შენ თქვი – მე დავიჯერე, შენ გაიმეორე – მე დავეჭვდი, შენ დაიჟინე და მე მივხვდი, რომ შენ იტყუები.
* უნაკლო მეგობარი არ არსებობს, ნაკლის ძებნას თუ დაიწყებ, მეგობრის გარეშე დარჩები.
* ვინც კარგად დასვენება არ იცის, არც კარგად მუშაობა შეუძლია.
* უბედურება იმ კარში შემოდის, რომელსაც გაუღებ.
* ას წელიწადში შექმნილი ერთ წამში შეიძლება დაინგრეს.
* უკეთესია ერთი დღე იყო ადამიანი, ვიდრე ათასი წელი ადამიანის აჩრდილი.
* დიდი მდინარე ჩუმად მიედინება, ჭკვიანი ადამიანი – არასდროს ლაპარაკობს ხმამაღლა.
* არსებობს მცდარი გზა, მაგრამ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.