ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების თანახმად, ჩინური კომპანიის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ 50,4 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მანამდე მკვლევარები აცხადებდნენ, რომ ვაქცინა 78%-ით ეფექტიანი იყო “მსუბუქიდან მძიმე შემთხვევების” თავიდან ასაცილებლად.
ისიც აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა, სხვადასხვა შედეგი აჩვენა. ინდონეზიაში ამბობენ, რომ მისი ეფექტიანობა 65.3%-ით განისაზღვრება, თურქეთში კი გასულ თვეში განაცხადეს, რომ მისი შედეგი 91.25%-იანია.
როგორც BBC წერს, ახალი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინა მნიშვნელოვნად დაბალეფექტიანია.
იმისათვის, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცენ, მისი ეფექტიანობა 50%-ზე მეტი უნდა იყოს.
ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განვიხილავთ: ტიკარაძე
"ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი სანდოობაა"
ცნობისთვის, ბრაზილია კორონავირუსის შედეგად დაზარალებული ქვეყნების სიაში, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა – 8 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევითა და 204 726 გარდაცვლილით.
ქვეყანა მარეგულირებელ ორგანოებს გადაუდებელი გამოყენებითვის ორი ვაქცინის – “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” ავტორიზაციას სთხოვს.