LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი დაკითხვაზე მასხარის ქუდით შევიდა

171

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი დაიბარეს, ილია ნიკოლაიშვილი „მოდულის“ შენობაში მასხარის ქუდით შევიდა.

“დაბარებული ვარ შეთქმულების მუხლთან დაკავშირებით, სასაცილო და ბოდვაა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახურები დაამსგავსა ცირკს, ამიტომ მოვედი მასხარის ქუდით სიმბოლურად, მინდა რომ ფოსტით გავუგზავნო თავის შუშის კოლბაში. მეგობრებმა შევქმენით ფეისბუქ ჯგუფი არც რაიმე ორგანიზაციაა და არც არაფერი, გვერდს ჰქვია “საქართველოს ერთგულებისთვის”. ამ გვერდით ვცდილობდით, ისეთი პრობლემების აქტუალიზაციას, როგორიც დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ა.შ. ფეისბუქ გვერდის გამო ვარ დაბარებული. საჯარო სამსახურში არასდროს მიმუშავია, ერთადერთი ჩემი მეუღლეა პარლამენტის წევრი და სავარაუდოდ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიბარეს”, – განაცხადა ილია ნიკოლეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g