LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩირინამ” ინდოელ ფერმერებთან ხელშეკრულება გააფორმა

254

”ბიუ-ბიუს”  ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ ”ჩირინა” ინდოელ ფერმერებთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ხელშეკრულების მიხედვით,  ინდოელები ”ჩირინას” 5 ათას ტონამდე ხორბლით მოამარაგებენ.

”ხელშეკრულება დაიდო სეზონურად, ანუ თვე-ნახევრის მანძილზე ველოდებით გარკვეული რაოდენობის ხორბალს, რომელსაც ინდოელი ფერმერები მოგვაწვდიან. რაც მთავარია, ეს ხორბალი მათ ქართულ მიწაზე, კერძოდ  სოფელ წნორში მოჰყავთ და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით”, – აღნიშნეს შპს ”ჩირინაში”.

მათივე ინფორმაციით, ინდოელმა ფერმერებმა წნორში 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინეს და იქ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადეს. ”მოგეხსენებათ, ”ჩირინა” იბარებს და ამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ყველაფერი ის, რაც ქართულია. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებითაც აბსოლუტურად ქართულ, უმაღლესი ხარისხის ხორბალს შევიძენთ, რომელიც უბრალოდ ინდური მენეჯმენტის მფლობელობის ქვეშაა”,- განმარტეს ”ბიუ-ბიუს”  ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში.

როგორც ”ჩირინაში” აღნიშნეს, წლიურად კომპანია 15-16 ათას ტონამდე სიმინდს და 8 ათასამდე ტონა ხორბალს მოიხმარს და ადგილობრივი ნედლეულის მიმწოდებელი უამრავი კონტრაქტორი ჰყავს.

ცნობისთვის, ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც აძლევს მას  საშუალებას სრულად აკონტროლოს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები