LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათმის ხორცის სექტორში უკონტროლო სიტუაციაა – „სექტორის ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაშია გადასული, სახელმწიფო ამას ყურადღებას არ აქცევს”

101
189265007-114584270750421-7933407857853931651-n

ბაზარზე არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც გადასახადების გვერდის ავლით აწარმოებს ქათმის ხორცს. კეთილსინდისიერი მეწარმის წარმოებული პროდუქცია კი მათ ფასით კონკურენციას ვერ უწევს,  – ამის შესახებ ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე აცხადებს. მან სექტორში არსებულ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

როგორც მამუკა ნოზაძე ამბობს, ქათმის ხორცის სექტორში უკონტროლო სიტუაციაა.

„სექტორის ნაწილი ჩრდილოვან ეკონომიკაშია გადასული, სახელმწიფო ამას ყურადღებას არ აქცევს. ბევრჯერ გვქონდა ამ თემაზეც შეხვედრა, მთავრობა საქმის კურსში ჩავაყენეთ, თუმცა, უშედეგოდ. თუ არაფერი შეიცვალა, განვიხილავ ბაზრიდან გასვლას,“ – აცხადებს ნოზაძე.

ცნობისთვის, 2021 წელი  „ნოზაძის მეფრუნველეობამ“ რამდენიმე მილიონის ზარალით დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები