LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერული გემო თბილისში – „დასავლელი ფერმერის“ პროდუქტის შეძენა უკვე დედაქალაქშიც შესაძლებელია 

642
დფ

კომპანია „დასავლელი ფერმერის“ მიერ წარმოებული ქათმისა და კვერცხის შეძენა უკვე თბილისშიც შესაძლებელია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელი მათ პროდუქტს მაღაზიათა ქსელ „ზღაპარში“ შეიძენს. ამ დრომდე ბრენდი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ბაზარზე იყო წარმოდგენილი.

„ჩვენი ტექნოლოგიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქათმის ხორცს შენარჩუნებული აქვს მისი ყველა სასარგებლო თვისება და ნამდვილი იმერული გემო. ხოლო ჩვენს მიერ წარმოებული კვერცხი არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

იმერეთში, მდინარე წყალწითელას ხეობაში, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განთავსებული მეფრინველეობის ფერმა WEST FARMER ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. სამუშაო პროცესის ყველა საფეხური HAACP-ის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„დასავლელი ფერმერი“ 15 წლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტის, უმაღლესი ხარისხისა და უცვლელი გემოს გარანტიას ჰპირდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები