LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭირისუფალი ვიყავი ისეთი დიდი ადამიანის, როგორიც ელდარ შენგელაია იყო, შვილივით მივლიდა… ბიძაჩემმა რომ გაიგო, ფილმს „შერეკილები“ ერქვა, დამამშვიდა, როლზე დაგამტკიცებენო“ – ერთაოზ ბრეგვაძის როლის შემსრულებლის, დავით ჟღენტის მოგონებები უდიდეს რეჟისორზე

933
დავით ჟღენტი

4 აგვისტოს, ლეგენდარული კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა სამწუხარო ინფორმაციამ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა მის მიერ შექმნილი და შედევრად ქცეული ფილმები და პერსონაჟები.

მეგობრები, კოლეგები, მოქალაქეები უდიდეს რეჟისორს ემშვიდობებოდნენ ფრაზებით, რომლებიც სწორედ ელდარ შენგელაიას კლასიკად ქცეულ ფილმებში ჟღერს.

„დიდხანს იცოცხლებს ელდარ შენგელაია…ზემოდანაც გადმოგვხედავს და დაიძახებს, ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ჰოუ რანინა“ – სანდრო ელოშვილის ემოციური პოსტი ლეგენდარულ რეჟისორზე

ამავე დღეებში, არაერთხელ გაიხსენეს ერთაოზ ბრეგვაძეც „შერეკილებიდან“, რომლის როლის შემსრულებელი მსახიობი დავით ჟღენტი, ელდარ შენგელაიას პანაშვიდზე სიონის ტაძრის შესასვლელთან იდგა – აღნიშნული კადრები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა გაავრცელა.

ვიდეო: „სიყვარული უნდა იყოს ვერტიკალური, მაგრამ ბრუნვადი არა..“ – როგორ ცხოვრობს ლეგენდარული „შერეკილების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ერთაოზ ბრეგვაძე ფილმის გადაღებიდან 50 წლის შემდეგ

დავით ჟღენტი ჟურნალ „სარკის“ 13 აგვისტოს ნომერში, რუბრიკაში „დაუვიწყარი სახე“, ვრცლად საუბრობს საკუთარ როლზე, ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებულ მოგონებებზე და აღნიშნავს, რომ ის გამოემშვიდობა ადამიანს, რომელმაც მისი სახელი უკვდავყო.

„მე ჭირისუფალი ვიყავი ისეთი დიდი ადამიანის, როგორიც ელდარ შენგელაია იყო. მისი სახით დავკარგე საყვარელი ადამიანი, რომელსაც 16 წლის ასაკიდან ვიცნობდი და მთელი ცხოვრება უდიდეს პატივს ვცემდი… გამოვემშვიდობე ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, რომელმაც ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ გამიკეთა… ელდარის გარდაცვალება ჩემთვის ნიშნავს ოჯახის წევრის გარდაცვალებას… გადასაღებ მოედანზე შვილივით მივლიდა…“ – აღნიშნავს დავით ჟღენტი.

მსახიობი ინტერვიუში ასევე იხსენებს რეჟისორთან პირველ შეხვედრას და „ერთაოზის“ როლზე დამტკიცებას.

„ელდარ შენგელაია მისაღებ გამოცდებზე გავიცანი. დანახვისთანავე ფილმის სინჯებზე წამიყვანა და მაშინვე დამამტკიცა როლზე.

სცენარი რომ მომცეს, აზრზეც არ ვიყავი, რა უნდა მეთამაშა. ვკითხე კიდეც, რომელი როლი უნდა ვითამაშო-მეთქი, მითხრა, ერთაოზისო. გაოგნებული დავრჩი. ვნერვიულობდი, როლზე დამამტკიცებდნენ, თუ არა. ბიძაჩემმა მკითხა, ფილმს რა ჰქვიაო. რომ გაიგო, „შერეკილები“ ერქვა, დამამშვიდა, არ ინერვიულო, როლზე დაგამტკიცებენო“, – იხსენებს დავით ჟღენტი ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 13 აგვისტოს ნომერში.

„იქ აუცილებლად იქნება კინო, აქ კი მისი დატოვებული არაჩვეულებრივი გამოფენა ….“ – როგორ ეხმაურებიან ცნობილი სახეები უდიდესი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას

„არ ვამბობ იმიტომ, რომ ბაბუაჩემია – რაღაც ჰქონდა ისეთი ჩაუქრობელი, რამაც უფროსი თუ უმცროსი აატირა 92 წლის ადამიანის გარდაცვალებაზე, იყო საშინლად მიმნდობი და მიამიტი, ცხოვრებაში ცუდი არავისზე უთქვამს“ – ელდარ შენგელაიას შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g