LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ელდარ შენგელაია

ელდარ შენგელაია

„არ ვამბობ იმიტომ, რომ ბაბუაჩემია – რაღაც ჰქონდა ისეთი ჩაუქრობელი, რამაც უფროსი თუ უმცროსი აატირა 92 წლის ადამიანის გარდაცვალებაზე, იყო საშინლად მიმნდობი და მიამიტი, ცხოვრებაში ცუდი არავისზე უთქვამს“ – ელდარ შენგელაიას შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი

უდიდესი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, 7 აგვისტოს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მშობლების - ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის, გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.

პატრიარქი: „ბატონმა ელდარმა რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა – დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა“

„გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.