LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს

129
პოლიცია

პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

სამართალდამცავების ტერიტორიიდან გაყვანას ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო“, „წადით“.

ამ დროისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები როგორც პარლამენტის წინ, ასევე გვერდითა შესასვლელებთან – ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზეც რჩებიან.

ქადაგიშვილი: „კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება.. ის, რომ არსებობენ მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა“

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g