LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიტმა სინგაპურის ავიახაზების ბიზნესკლასით იმგზავრა

air

სინგაპურის ავიახაზებით დაუპატიჟებელმა სტუმარმა იმგზავრა. შემთხვევა სინგაპურიდან ლონდონისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. ბორტზე მყოფმა ადამიანებმა 12 საათიანი მგზავრობის შემდეგ სალონში ჩიტი აღმოაჩინეს. ფრინველი საკმაოდ დიდი ზომის იყო და ბიზნესკლასში კომფორტულად იყო მოკალათებული.

შემთხვევის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელით გახდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია ავიაგადამზიდმაც დაადასტურა. სინგაპურის ავიახაზების წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ფრინველი დანიშნულების ადგილზე ჩაფრენისთანავე დაიჭირეს და შესაბამის ორგანოებს გადასცეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ჩიტი წარმოშობით აზიიდანაა და თუ როგორ აღმოჩნდა ის თვითმფრინავში ან სად იმალებოდა მთელი 12 საათი, უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g