„კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარია მამა გურამი.
სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ „პატრიარქის ეპოქის დასრულებით, იწყება ყველა ადამიანის კაცად შედგომის შესაძლებლობა“:
„პატრიარქის ეპოქის დამთავრებით, იქვე იწყება ყველა ადამიანის კაცად შედგომის შესაძლებლობა, რომლითაც უნდა დამთავრდეს ქმნადობის ისტორია…
ერთი ჩავარდნილი ნოტი არ ყოფილა მისგან, ოდნავ რომ გული დამწყვეტოდა აქ ასე რატომ მომექცა…
როდესაც მასთან იყავი, შენ არ იყავი მასის ნაწილი…
ფენომენი ჩვენი პატრიარქის იცით რა არის? – შესაძლებლობის ზღვრამდე მისული ერთობა პატრიარქობის და ადამიანობის…
ის ერთობა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამას მე ენით ვერ გამოვთქვამ, ყველამ განვიცადეთ ეს და რადგან ყველამ განვიცადეთ, ესე იგი ერთიანი სხეული, ქართული სხეული ცოცხალია. დავინახეთ ერთმანეთი, რომ ერთნი ვართ. ამ სიხარულმა მე გამადიდა… აი მას უნდა გავუფრთხილდეთ ახლა…“- ამბობს მამა გურამი.
