შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონი“ არის გაცილებით მსუბუქი ვარიანტი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, – ეს განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში გააკეთა.
„ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – დღეისთვის „ომიკრონი“ არის გავრცელებული 66 ქვეყანაში. პრაქტიკულად ყოველდღე ახალი ქვეყანა ემატება ამ ჩამონათვალს, მაგრამ მხოლოდ 3 ქვეყანაშია 100 შემთხვევაზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული. ეს არის სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი და დანია, მაგრამ, ერთადერთი მონაცემი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს, ეს არის სამხრეთ აფრიკის პირველი კვლევა, რომელიც ზოგადად შეეხო „ომიკრონს“ და აქ არის ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვიყენებთ.
აქ არის საუბარი, რომ „ომიკრონი“ არის გაცილებით მსუბუქად მიმდინარე. კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, რომელიც გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში.
არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა და ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოხვედრა. ჯერჯერობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.
შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონი“ არის გაცილებით მსუბუქი ვარიანტი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ქვეყნის მონაცემები“, – განაცხადა ჩხაიძემ.