იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის მე-5 ტალღა საქართველოში უკვე ჩამთავრების სტადიაშია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამას ინფიცირების საშუალო მაჩვენებლისა და კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობის საფუძველზე ამბობს.
ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოცილდა 2 ათასის ფარგლებს. ბოლოს ასეთი შემთხვევა იყო ოქტომბრის დასაწყისში. თავისუფალი საწოლების რაოდენობა კლინიკებში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა — პირველად უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში არ ყოფილა 4 ათასზე მეტი თავისუფალი საწოლი.
ამ პარამეტრებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მე-5 ტალღა ნამდვილად ჩამთავრების სტადიაშია — ეს მონაცემები მკვეთრად მიუთითებენ, რომ მე-5 ტალღის პიკი უკვე გადავლილია, მაგრამ არის მეორე საფრთხე. ეს არის ომიკრონი”, — განაცხადა ჩხაიძემ.