LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: ვესაუბრე ქალბატონ გიულის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვაძლევთ კვებასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ სრულდება

207
ფორტუნა (57)

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობა და ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არაერთგზის აღვნიშნე, რომ პაციენტის მიერ არ თუ ვერ ხერხდება იმ კალორაჟის მიღება, რაც მისთვის არის რეკომენდებული,“ – ამის შესახებ ზურაბ ჩხაიძემ „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი იღებს რეკომენდებული კალორაჟის მხოლოდ და მხოლოდ მესამედს, მაშინ როდესაც მისი სასიცოცხლო ფუნქციური შენარჩუნებისთვის დაახლოებით, 1 680-1 700 კილოკალორიამდე არის საჭირო.

„პაციენტის ანამნეზიდან მას ნამდვილად აქვს ჩატარებული ბარიატრიული ოპერაცია, მაგრამ აქ ძირითადი პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში წონის კლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უკავშირდება კვების პრობლემას. კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს მის მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რაც რეკომენდებულია ექიმი სპეციალისტების მიერ, დაახლოებით პაციენტი იღებს ამ რეკომენდებული კალორაჟის მხოლოდ და მხოლოდ მესამედს და მეტს არა.“ – აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან ჰქონდა საუბარი კვების რაციონთან დაკავშირებით.

„ჩვენ როდესაც დავინახეთ პრობლემა, რომ პაციენტის მიერ არ თუ ვერ ხერხდება იმ კალორაჟის მიღება, რაც მისთვის რეკომენდებულია. მე ვესაუბრე, შევხვდი ქალბატონ გიულის და ავუხსენით მდგომარეობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვაძლევთ, სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ სრულდება და არ ხერხდება მისი მოტანა.

რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რასაც პაციენტი იღებს, არის მაქსიმუმ 500 კილოკალორიის ფარგლებში, მაშინ, როდესაც მისი სასიცოცხლო ფუნქციური შენარჩუნებისთვის დაახლოებით 1680-1700 კილოკალორიამდე არის საჭირო. პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დროს და რაოდენობით, რაც როგორც გითხარით არის ძალიან მცირე იმ აუცილებელ კილოკალორაჟთან რასაც უნდა იღებდეს ის“. – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

წამყვანის კითხვაზე, გაუმჯობესდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს რეკომენდაციების შესრულებას, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა თანხვედრა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის, რაც ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

„სამკურნალო პროცესს ორი ძირითადი შემადგენელი აქვს. ერთ მხარეს არის პაციენტი და არის სამედიცინო პერსონალი. ექიმის მოწოდება არის, რომ გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა და ეს უნდა იყოს სრულ თანხვედრაში პაციენტის სურვილთან, მაგრამ ეს რაღაც იმდენად არაორდინარული შემთხვევაა, რომ არ არის თანხვედრა სამედიცინო მხარეს და პაციენტს შორის.“ – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: „თავისი ფეხით შემოვიდა და ახლა მას უჭირს გადაადგილება.. შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ“

აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის, ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, მადა ფსიქოემოციურ ფონზე აქვს დაქვეითებული: სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ენდოკრინოლოგი

სააკაშვილი: „არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე.. მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას, 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g