LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: „თავისი ფეხით შემოვიდა და ახლა მას უჭირს გადაადგილება.. შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ“

201
Untitled design (6)

„ჩვენი მხარის მიზანია, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იქნეს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, პაციენტისთვის ყველა საჭირო კვლევა ტარდება და კლინიკის მიზანია, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს:

„კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რაც აპრობირებულია, დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა.

პაციენტისთვის კეთდება ყველა საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგრამ მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება, ეს არის პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე.

მე შემიძლია ყველა ჩვენი ექიმის, ჩვენი კლინიკის სახელით თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ექიმები თავისის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც სამედიცინო მხარეს გააჩნია.

ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ამ მიზნის მიღწევა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტზეც. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვები გააჩნიათ ადამიანებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არის ის შედეგი, რაც გვაქვს – თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა უჭირს გადაადგილება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რატი ბრეგაძე: ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია

მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება – ამერიკელი სენატორი

ალასანია სააკაშვილზე: მითხრა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო – წონის კლების გამო, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გული გაჩერდეს

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები