LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია

147
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას უნდა, რომ რაც შეიძლება ცუდად იყოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის განცხადებითვე, სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებით“ პენიტენციური დაწესებულების დატოვებას ცდილობს.

„თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა, მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის კერძო კლინიკაში იმყოფება. სჭირდება მკურნალობა? – სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები