LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება – ამერიკელი სენატორი

142
Untitled design

„ყველას მოვუწოდებ ჰუმანური მოპყრობისკენ და მისი უფლებების დაცვისკენ. მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა დიკ დურბინმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ეცნობა ხოლმე და იცის, რომ მისი მდგომარეობა უარესდება.

„მიხეილ სააკაშვილს 20 წელია პირადად ვიცნობ. სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. მე არ მაქვს ინფორმაცია მის სამართლებრივ ბრალდებებთან დაკავშირებით. არ ვარ სამედიცინო კუთხით ექსპერტი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება“, – აცხადებს დიკ დურბინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები