ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ხაბუმეში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის.
